თბილისის N28 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი ღონისძიებებით აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში ილია ჭავჭავაძის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. მის ფარგლებში, მე-9 კლასის მოსწავლეებმა თემატური ღონისძიება გამართეს.
ისინი აქტივობაში პედაგოგი ლელა ყოლბაიას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მათ დიდი ქართველის შესახებ ისაუბრეს, მისი ბოიგრაფია და შემოქმედება გაიხსენეს. მოსწავლეებმა სიტყვა წარმოთქვეს და ჩვენი ქვეყნის წინაშე ილია ჭავჭავაძის ღვაწლზე ილაპარაკეს.
ღონისძიებამ სინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: