ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
ის დიდი ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა პრეზენტაცია მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გამართეს. გარდა ამისა, მათ მისი ლექსები და მოთხრობები წაიკითხეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს.
ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
8 ნოემბერს, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელი გავიდა.
იხილეტ ფოტოები: