წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტდ საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში, რომლის დამრიგებელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლუდმილა შონია 8 ნოემბერს, ილია ჭაჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა საინტერესო ღონისძიება სახელწოდებით - „ილია მეგზური წიგნის სამყაროში“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნის და ზოგადად კითხვის მნიშვნელობაზე. მათ ასევე, გააკეთეს პრეზენტაციები წაკითხული წიგნების შესახებ, თანატოლებს ურჩიეს რატომ უნდა წაეკითხათ ესა თუ ის ავტორი და რა მისცა მათ წაკითხულმა ტექსტებმა.
„აღნიშვნის ღირსია მოსწავლეთა არაჩვეულებრივი და დახვეწილი მეტყველება, ტექსტების სიღრმისეული გააზრება“, - ამბობენ სკოლაში.
აღნიშნულ დღეს, ასევე, სკოლაში, გაიმართა დებატები დამსწრე აუდიტორიასთან.
როგორც სკოლის დირექტორი მზია ვაშალომიძე გვეუბნება, დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
„მეიმედებით ბავშვებო!“, - სიამაყით ამბობს დირექტორი.
იხილეთ ფოტოები: