ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, მე-4 კლასის მოსწავლეებმა, მუსიკის მასწავლებლის - ელზა ივანიძის ხელმძღვანელობით, გააკეთეს პროექტი თემაზე: „ქართული ხალხური მუსიკალური საკრავები“.
ბავშვებმა გაიცნეს და შეისწავლეს მათი შექმნის ისტორიები ასევე, შექმნეს ნახატები და გაკეთეს პრეზენტაცია.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
პროექტს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ნოდარ ბერიძე და კლასის ხელმძღვანელი.
პროექტი შეფასდა დადებითად.
იხილეთ ფოტოები: