წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოჩენილი ქართველების ცხოვრებასა და მოღვაწეობას მონდომებით ეცნობიან.
ახლახან, მე-5 კლასში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული ღონისძიება - „ვკითხულობთ და ვეცნობით ილიას“ ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები სკოლის დირექტორისა და პედაგოგის - მზია ვაშალომიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
მათ დიდი ქართველის შესახებ ისაუბრეს, მისი ბოიგრაფია და შემოქმედება გაიხსენეს. მოსწავლეებმა სიტყვა წარმოთქვეს და ყურადღება ჩვენი ქვეყნის წინაშე ილია ჭავჭავაძის ღვაწლზე გაამახვილეს.
„ილია ჭავჭავაძის აღმოჩენას ახლა იწყებენ ჩემი პატარები, ფრთხილად და მოწიწებით. წინ კიდევ ბევრი აღმოჩენები ელით, მისალოცები არიან“,- აღნიშნავს დირექტორი მზია ვაშალომიძე.
იხილეთ ფოტოები: