შორაპნის საჯარო სკოლაში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა ხორციელდება  
11-11-2024

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან და სხვადახვა პროფესიებს აცნობენ. 

სკოლაში ხორციელდება სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა - WSD Program, რაც განსაკუთრებით ახარებს სასკოლო საზოგადოებას და მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, პროგრამა დანერგილია 2017 წლიდან საკონკურსო განაცხადის (ავტორი ხელოვნების მასწავლებელი გულნაზ კვინიკაძე ) საფუძველზე, ამავე წელს, სკოლის დირექტორმა ნოდარ ოსაძემ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა კოლეჯთან - „იბერია“.

თანამშრომლობის მთავარ მიზანს წარმოადგენს მოსწავლეებში პროფესიული უნარების გამომუშავება, სკოლის შემდგომი განათლების საფეხურზე მოსწავლეების ეფექტურად გადასვლა და სკოლის მოსწავლეებში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია.

ამჟამად სკოლაში ორი პროექტი ხორციელდება სამკერვალო წარმოებისა და კულინარიის ხელოვნება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგ გულნაზ კვინიკაძის ორგანიზებით მიმდინარე პროგრამებში აქტიურად არიან ჩართული სკოლის მოსწავლეები და აქტიურად თანამშრომლობენ კოლეჯის პედაგოგებთან: ლალი ღამბარაშვილსა და თამარ ძნელაძესთან.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის განსახორციელებლად, კარგადაა გამართული მატერიალურ ტექნიკური ბაზა და როგორც სკოლაში აფასებენ, მოსწავლეები კმაყოფილებას გამოთქვამენ აღნიშნული პროექტის მიმართ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203