ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას აქტიურად შეუერთდნენ საგანმანათლებლო ინიციატივებს და თავიანთი უნარები ფართო ასპარესზე წარმოაჩინონ.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“, შიდასასკოლო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა წარმოაჩინეს, ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს და წიგნიერებაში შეერკინნენ.
სკოლაში იაზრებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების ჩართულობა კონკურსებსა თუ შემეცნებით პროექტებში, რადგან ცოდნასთან ერთად მიიღონ დიდი გამოცდილება და მიეჩვიონ კონკურენტულ გარემოში ადაპტაციას.
იხილეთ ფოტოები: