ნათია სულავა ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პასუხისმგებლობით აღსავსე, ღირსეული ხელმძღვანელია. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული გარემო, სადაც მოსწავლე-მასწავლებლები ერთმანეთის აზრს ისმენენ და ითვალისწინებენ. მისი თქმით, სკოლა უნდა იყოს უსაფრთხო, ინკლუზიური, თანასწორი, იმისთვის კი, რომ სკოლაში ასეთი გარემო არსებობდეს თავს არ ზოგავს. მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს სკოლის ხემძღვანელი ყოველთვის ითვალისწინებს და მათ საინტერესო, მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს, რომელშიც თითოეული მოსწავლეა ჩართული.
etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს სკოლის დირექტორი ნათია სულავა პასუხობს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- მოსწავლე - მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, ნდობა, სიყვარული და რაც ყველაზე მთავარია
აღიარება.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ვფიქრობ, რომ ჩემი სკოლის მოსწავლეები არიან ტოლერანტები, ემპათიურები,
მოტივირებულები და აქვთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გამოირჩევიან
ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში ჩართულობით და წარმატებებით.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- სწავლის პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებისა და საქმიანობის წარმართვას შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით, როგორიცაა: სამართლიანობა, გუნდურობა, ზრუნვა, გამჭვირვალობა, სკოლისადმი ერთგულება, მიუკერძოებლობა, გამოცდილების გათვალისწინება და სიახლეების მიმართ ღიაობა, ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების
ინოვაციურ გზებს. ჩვენი სასკოლო საზოგადოება ყოველთვის ღიაა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, დავნერგო და განვახორციელო ისეთი ინოვაციური პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს სასკოლო გარემო გახდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ვურჩევდი, რომ წაიკითხონ ქართული და უცხოური ლიტერატურის კლასიკოსთა ნაწარმოებები, რომლებიც დაეხმარება მათ დაფიქრდნენ მარადიულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- მახსოვს, ალბათ მე-3 კლასში ვიყავი, როცა ერთ - ერთ სპექტაკლში ჩემს ძმასთან ერთად შევასრულე „წუნა და წრუწუნას“ დუეტი, რაც ძალიან სახალისო და საინტერესო იყო. შეიძლება ითქვას, რომ სასკოლო ღონისძიებები, რომელშიც პერსონაჟების გაცოცხლება და გათამაშება ხდება, დღესაც დიდ ინტერესს იწვევს და ხალისით ერთვებიან დაწყებითი კლასების მოსწავლეები.