ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული აქტივობებითაა გაჯერებული.
მათ შორის, სკოლაში არტ-ფესტივალი გრძელდება. იქ, ორშაბათიდან, ერთი კვირის განმავლობაში, მე-4 კლასის მოსწავლის - თეკლა წიქარიშვილის უნიკალური ნამუშევრები იქნება გამოფენილი.
გამოფენაზე შეგიძლიათ მოსწავლის მრავალფეროვანი ნამუშევრები იხილოთ და მისი შემოქმედებით დატკბეთ. როგორც კლასის ხელმძღვანელი ხათუნა კოპაძე აღნიშნავს, ნამუშევრები სკოლის ფოიეში იქნება გამოფენილი.
„გამოფენაზე იხილავთ საინტერესო თემატიკას, მრავალფეროვან ფერებსა და განსაკუთრებულ ხედვებს, რომლებიც ჩვენი თეკლა გოგოს ფანტაზიას და შემოქმედებითობას წარმოაჩენს.
მოხარული ვიქნებით, თუ თქვენთან ერთად გავაზიარებთ ამ შემოქმედებით გარემოს და მხარს დავუჭერთ ახალგაზრდა მხატვრებს! ნამუშევრები, 10 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, გამოფენილი იქნება სკოლის ფოიეში, პირველ სართულზე. გელით თქვენს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად“,- ამბობენ სკოლაში.