თბილისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
8 ნოემბერს, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, სკოლის ხუთ მოსწავლეს პორტარტული კომპიუტერები გადაეცა.
სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დასაჩუარდნენ - გიორგი ოქროპირიძე ( Xა კლასი), და Xბ კლასელები - ანანო გელაშვილი, საბა ქარჩავა, ნინი ფიფია, რუსუდან ხარატიშვილი.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მე-10 კლასელებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება.
„ვულოცავთ, მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს. წარმატებებს ვუსურვებთ განათლების მიღების გზაზე... მომავალი სწორედ განათლებაშია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: