ჩანახჩის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა სკოლის გაზეთი სახელწოდებით „პატარა ჟურნალისტები“ გამოსცეს.
გაზეთში მკითხველს შეეძლო წაეკითხა სკოლის ამბები, ინტერვიუები კლასელებთან, მხიარული განცხადებები და პატარა მხატვრების ნახატებიც დაეთვალიერებინა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნულ აქტივობაში ყველა მოსწავლე დიდი ინტერესით იყო ჩართული. მათ თანაბრად გაინაწილეს პასუხისმგებლობა გაზეთის თითოეული გვერდისა თუ თემის შესახებ.
პროექტს ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი ანა ხომერიკი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები