გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება.
ამჯერად, სკოლაში, მე-6 კლასის მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია თემაზე - „მეღვინეობა-მევენახეობის განვითარება კახეთში წინათ და ახლა“.
ბავშვებმა მოიძიეს და ერთმანეთს გააცნეს კახეთში არსებული ვაზის ჯიშები (128 და მეტი ჯიში). მათ ნახატებით გადმოსცეს რთველისა და ჩურჩხელების ამოვლების პროცესი, შეადარეს საკუთარი სოფლის ყურძნის ჯიშები და დააგემოვნეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ისტორიის მასწავლებელ თამარ იორამაშვილთან და დამრიგებელ მარინა რუსიშვილთან ერთად მოსწავლეებმა დაგეგმეს, ესტუმრონ კახეთს, უკეთ გაეცნონ ამ დარგის განვითარებას და მოინახულონ კახეთის ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობანი.
იხილეთ ფოტოები: