ზუსტი სიტყვათგამოყენებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პარონიმიის ცოდნას. პარონიმები – გარეგნულად (ბგერობრივად, ჟღერადობით) მსგავსი, შინაარსით კი განსხვავებული სიტყვები, რომელთა გამოყენებისას შეიმჩნევა მათი აღრევა. მაგრამ პარონიმების გაჩენა მხოლოდ მსგავსებით არ აიხსნება, უმეტეს შემთხვევაში იგი შესაბამის სიტყვათა მნიშვნელობის უცოდინარობით არის გამოწვეული.
გთავაზობთ რამდნიმე მაგალითს:
დიპლომატი - თანამდებობის პირი, რომელიც დიპლომატიურ მოღვაწეობას ეწევა.
დიპლომანტი - სტუდენტი, რომელიც სადიპლომო შრომას ამზადებს.
აფექტი - ძლიერი განცდის გამოვლენა.
ეფექტი - ძლიერი შთაბეჭდილება, რასაც
ექსპონატი - საგანი, რომელიც გამოფენილია მუზეუმში ან გამოფენაზე.
ექსპონენტი - პირი ან ორგანიზაცია, რომელმაც გამოფენაზე გამოიტანა თავის მიერ შექმნილი ან
ვეტერანი - დიდხანს ნამსახური, ომგადახდილი მებრძოლი; ძველი დამსახურებული მუშაკი, მოღვაწე.
ვეტერინარი - ვეტერინარიის სპეციალისტი; საქონლის ექიმი.
ინეტრვიუერი - ჟურნალისტი ან სხვა სპეციალობის ადამიანი
ინტერიერი - შენობის შიგნითა ნაწილი; ნახატი, რომელზედაც ასახულია შენობის შიგნითა ნაწილი.
კონიექტურა - ტექსტის დამახინჯებული ადგილის გასწორება ინტუიციით ან ისეთი ტექსტის გაშიფვრა, რომელიც არ იკითხება.
კონიუნქტურა - შექმნილი ვითარება, მდგომარეობა; იმ ნიშან-თვისება და ერთობლიობა, რომლებიც ახასიათებს სასაქონლო მეურნეობას.
აღქმა – ფსიქოლოგიური ტერმინია და ცნობიერებაში ობიექტური სინამდვილის ფაქტების (საგნების, მოვლენების) ასახვის პროცესს აღნიშნავს.
აღთქმა – სახელია, ნიშნავს დაპირებას, სიტყვის, პირობის მიცემას, დანაპირებს.