ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფროვანი, სახალისო და საინტერესო ინიციატივებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, რომლის ანბანის „შემობრძანებას“ მიეღვნა, პირველკლასელებმა ქართული ენის შესწავლა, ამაღლებული, საზეიმო განწყობით დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება გაფორმებული იყო ილუსტრაციებითა და სხვადასხვა აქტივობით.
როგორც სკოლაში აფასებენ, ღონისძიება იყო სახალისო, დასამახსოვრებელი და ემოციებით სავსე და მას ესწრებოდნენ მშობლები, სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები.
ღონისძიება დაგეგმა და ჩაატარა პირველი კლაისის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლალი ბათმანაშილმა.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: