მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც მოსწავლეების განვითარებისთვის ყველა შესაბამისი პირობაა შექმნილი.
უმნიშვნელოვანესია, რომ სკოლაში პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, ეფექტურად ასწავლიან.
ახლახან, II კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ლია ჩიტიაშვილის ხელმძღვანელობით, ქართულ ენაში ზღაპარი - „პინოქიოს თავგადასავალი“ საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს. მოსწავლეებმა პერსონაჟის შინაგანი სამყარო, მისი თვისებები, განცდები, სწავლისადმი დამოკიდებულება სხვადასხვა ხერხითა და მეთოდით წარმოაჩინეს.
პატარებმა „პერსონაჟის სკამიც“ მოირგეს. მთავარი გმირი თანაკლასელთა შეკითხვებს ხის კაცუნას პოზიციიდან პასუხობდა. მეორეკლასელებმა როლური თამაშით ზღაპრიდან მნიშვნელოვანი ეპიზოდები „გააცოცხლეს“, გააფერადეს პინოქიოს პორტრეტი და სპექტაკლის აფიშა დაამზადეს.
შემდეგ მოსწავლეები საბავშო თეატრში („მეორე სახლი“) სპექტაკლ „პინოქიოსაც“ დაესწრნენ. მოსწავლეებმა კიდევ უფრო ახლოს გაიცნეს საყვარელი პერსონაჟი, ფოტოებიც გადაიღეს და შინ შთაბეჭდილებებით აღვსილნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: