ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლას სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო პირის ვაჟა თოდუას სახელობა მიენიჭა.
როგორც სკოლაში აფასებენ, ეს სკოლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, ისტორიული და სასიამოვნო მოვლენაა.
სკოლაში ახარებთ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ამიერიდან ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერის ვაჟა თოდუას სახელის მატარებელი იქნება.
სასკოლო საზოგადოებაამ მოამზადა ვიდეო-რგოლი, სადაც პედაგოები ამ ფატზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რამხელა პასუხისმგებლობაა სკოლისთვის სახელობის მინიჭება.
მოსწავლეებმა იზეიმეს, სიამაყით ააფრიალეს ქართული დროშა და აღნიშნეს სკოლისთვის სახელობის მინიჭება.
იხილეთ ვიდეო: