ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს ემოციებით აღსავსე ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიება 8 ნოემბერს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების: ნონა ოქრომელიძის და მანანა ჯვარიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
აღსანისნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-6 - მე-11 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს დიდი ქართველი პოეტის ბიოგრაფია, შემოქმედება და მოღვაწეობა.
ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები და ამონარიდები მწერლის ნაწარმოებებიდან, ისაუბრეს თუ როგორ გამოასალმეს 117 წლის წინ პოეტი სოციალ-დემოკრატებმა ქართველის ხელით.
როგორვ სკოლაში აფასებენ, დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: