დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებას. ამას ადასტურებს ის პროექტები, რომლებიც სკოლაში იმართება.
მათ შორისაა სკოლის პროექტები: „საბრძოლო იარაღის სამჭედლო“ და „ჯანსაღი ცხოვრების წესი“.
აღსანიშნავია, რომ ეს ორი პროექტი გაზეთმა - „შირაქი“ გააშუქა, რამაც როგორც სკოლაში ამბობენ, მათ მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.
„ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, რათა კიდევ განვახორციელოთ უფრო უკეთესი პროექტები და ვიზრუნოთ ჩვენი მოსწავლეთა არაფორმალური განათლების განვითარებაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში გაზეთის რედაქტორს მადლობას უხდიან დაინტერესებისთვის და წარმატებას უსურვებენ.
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გაზეთ „შირაქის“ რედაქტორს - ილიას მარტყოფლიშვილს ჩვენი სკოლის პროექტების: „საბრძოლო იარაღის სამჭედლო“ და „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ დაინტერესებისთვის და გაზეთში დაბეჭდისთვის.
ასევე მადლობა ვუხდით ჩვენი პროექტის ორგანიზატორებს: ქეთევან ნადირაშვილის, თამილა ნადირაშვილს და ვარლამ თაგოშვილს, რომ არა მათი ეს პროექტები გაზეთის გვერდს ვერ დაიკავებდა სტატია სახელწოდებით „შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენტთან სამთაწყაროში“ და „ექსკურსია სამჭედლოში“.
გისურვებთ წარმატებებს გაზეთ „შირაქის“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: