ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში დიდი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული, საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება სკოლის დირექციის ორგანიზებითა და დამრიგებლების დახმარებით გაიმართა და დიდი ქართველი მწერლის, ჟურნალისტის, პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 187-ე საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, გაიხსენეს ილიას მოღვაწეობა და მოისმინეს მისი გენიალური და უკვდავი, სამშობლოს სიყვარულით სავსე გამონათქვამები.
დღე ემოციებით სავსე, დასამახსოვრებელი და შემეცნებითი აღმოჩნდაა სასკოლო საზოგადოებისთვის.
იხილეთ ფოტოები: