ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებულია. სწორედ ამიტომ, სკოლაში, მასწავლებლის ეროვნულ დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიება სკოლის დარბაზში, თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა. ემოციებითა და სიხარულით აღსავსე გარემოში მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მასწავლებლებისადმი მიძღვნილი სახალისო და საინტერესო სპექტაკლები წარადგინეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, ბოლოს კი მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს ზრუნვის, სიყვარულისა და ფასდაუდებელ შრომისთვის.
ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის. მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა მოსწავლეების შრომით.
მასწავლებლებმა და სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს ასეთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზაციისათვის. მათ წარმატება, წინსვლა და პროფესიულ განვითარება უსურვეს ერთმანეთს.
იხილეთ ფოტოები: