ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
ამჯერად, შუასურების საჯარო სკოლის პირველ კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინა ტრაპაიძემ, საინტერესო, აქტივობებით დატვირთული ღონისძიება ჩაატარა.
ღონისძიების სახელწოდება - „აი ია“, გახლდათ, სწორედ ასე, საზეიმო განწყობით დაიწყეს პირველკლასელებმა ქართული ანბანის სწავლა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და მასწავლებლები.
იხილეთ ფოტოები: