8 ნოემბერი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლის მე-7ბ კლსელებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ირინე კვანჭიანის ინიციატივით, წარმოადგინეს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავთან დაკავშირებული აქტივობა.
მოსწავლეებმა პროფესიონალურად „გააცოცხლეს“ კლასიკოსის საზოგადოებრივი და ლიტერატურული მოღვაწეობის ამსახველი ეპიზოდები.
ღონისძიების მიზანი იყო:
აქტივობა ლიტერატურული საღამოს ფორმატით წარიმართა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ილიას ცხოვრებისა და შემოქმედების ეპიზოდები, წაიკითხეს ამონარიდები პოეტური შედევრებიდან და პუბლიცისტიკიდან.
ღონისძიების მსვლელობისას კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ილიას იდეების აქტუალობა თანამედროვე საზოგადოებაში.
სალონური ტიპის შეხვედრა შედგა შესაფერის გარემოში.
წარმოდგენილ ექსპოზიციაზე, განთავსებული იყო ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ქრონიკები გასული საუკუნის ბეჭდური მედიიდან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი - ლალი მელივა, სხვადსხვა საგნის მასწავლებლები და ფსიქოლოგი.
სამომავლოდ იგეგმება ექსკურსია ილია ჭავჭავაძის მუზეუმში.
მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ირინე კვანჭიანის დახმარებით, მიეცათ საშუალება, აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა ღონისძიების მომზადებაში, მასალების მოძიებასა და პუბლიკის წინაშე წარდგენაში.
იხილეთ ფოტოები: