განძის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
12-11-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი ზღაპრულ თავგადასავალს ჰგავს. 

ახლახან, 1-ელ კლასში მოსწავლეებმა ანბანის სწავლის დაწყება იზეიმეს. 

პედაგოგმა პატარებს „აი იას შემობრძანება“ დღესასწაულად უქცია და არაერთ სახალისო და საინტერესო აქტივობაში ჩართო. მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს „დედაენის“ შემქმნელს იაკობ გოგებაშვილს და წიგნიერების სამყაროში ხალისით შეაბიჯეს. 

„აი ია“ საზეიმო ვითარებაში შემობრძანდა, მოსწავლეები გაეცნენ ქართულ ენას, მის დამწერს - იაკობ გოგებაშვილს, იმ პირველ ორ ჯადოსნურ ასო-ბგერას, რითაც დაიწყეს ქართული ანბანის შესწავლა“,- გვიყვება მოსწავლეთა პედაგოგი და პირველკლასელთა სასწავლო შემართებით ხარობს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203