ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, იქ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ცენტრის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და რეკრუტირების ნინოწმინდის მუნიციპალური განყოფილების უფროსს - კაპიტან მასის ოვსეპიანს უმასპინძლეს.
სკოლაში გაიმართა შეხვედრა, სადაც სტუმარმა მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასების მოსწავლეებსა და დაინტერესებულ პირებს სავალდებულო ჯარის შესახებ ინფორმაცია და სიახლეები გააცნო.
შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტო: