მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლას არაერთი ნიჭიერი მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა ხატვაზე შეყვარებული დანიზ ბაკიროვა.
დანიზი მე-10 კლასის მოსწავლეა, რომელიც მრავალფეროვნ ფერწერულ ნამუშევრებს ქმნის და ფანტაზია ფურცელზე, ფერადად გადააქვს.
ამჯერად, მოსწავლის ნამუშევრები სკოლის ეზოში გამოიფინა და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას, რომ აღმოაჩინონ თავიანთი ძლიერი მხარეები და იზრუნონ მათ განვითარებაზე.