თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკური პროექტები წარმოადგინეს
14-06-2018
თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა „ინტელის“ სასწავლო პროგრამის ფარგლებში პედაგოგ თამილა მჭედლიშვილის დახმარებით პროექტები: ,,სილამაზე ჰარმონიულობაშია“, ,,ფუნქცია-მათემატიკის ფუნდამენტი“ და ,,მათემატიკა-მთელი სამყარო“ წარმოადგინეს.
თითოეულმა ჯგუფმა თავისი ნამუშევრები საინტერესოდ წარმოაჩინა, სადაც მათი დამოუკიდებელი აზროვნება და შემოქმედებითობა გამოჩნდა.
მათ შესაბამისი სლაიდები და თითოეული თემის ბუკლეტი შექმნეს.
აღნიშნულ პროექტში კლასის ყველა მოსწავლე იყო ჩართული, რომელთაც მოცემულ საკითხებზე დისკუსია გამართეს და სამომავლო პროექტები დაგეგმეს.