საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ.
ახლახან, მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის თემაზე: - The Animal World ვიქტორინა ჩატარდა. ვიქტორინას მასწავლებელი თეონა ადამაძე ხელმძღვანელობდა.
სასწავლო-შენეცნებით თამაშში მე-4ა და მე-4ბ კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა ვიქტორინით განვლილი მასალა შეაჯამეს.
გუნდებმა უპასუხეს 26 დახურულ კითხვას. ყველაზე მეტ სწორ პასუხიან ორ გუნდს - Group A და Group G, გადაეცათ წამახალისებელი სერტიფიკატები.
სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა ახარებთ და მადლობას უხდიან აქტიურობისთვის.
იხილეთ ფოტოები: