მერენიის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს პოეზიის საღამო მიეძღვნა  
12-11-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით პოეზიის საღამო გაიმართა. 

საღამო მოსწავლეებმა მასწავლებლებთან: ნინო ხმალაძესთან, თამარა მელიქიძესთან და ალისა აზარიანთან ერთად მოაწყვეს და ამით კიდევ ერთხელ „გააცოცხლეს“ დიდი საზოგადო მოღვაწის შემოქმედება. 

პოეზიის საღამოში მონაწილეობდნენ: მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები, რომლებმაც წაიკითხეს ილია ჭავჭავაძის ლექსები, კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი ბიოგრაფია, სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს, ცნობები ილიას მოღვაწეობის შესახებ, როგორც წერილობით, ისე პრეზენტაციის სახით. 

საღამო მოსწავლეებმა ანთებული სანთლებით დაასრულეს, რადგან როგორც იტყოდა დიდი ქართველი მწერალი ილია ჭავჭავაძე: „ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს, ერთ სანთელზე რომ ათას სხვა სანთელს მოუკიდო, იმით სანთელს არც ალი დააკლდება, არც სინათლე, პირიქით იმატებს კიდეც, რადგან ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი დაიწყებს ლაპლაპს“. ​

ღონისძიების დასრულებისას მასწავლებელმა, ნინო ხმალაძემ მოსწავლეებს მცირედი, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წლის აღსანიშნავად. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203