გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-19 საუკუნის ქართული სალონური კულტურა გააცოცხლეს
12-11-2024

ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო, შემეცნებითი და შემოქმედებითი ინიციატივებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი შემართებით ერთვებიან. 

ამჯერად, სასკოლო საზოგადოებამ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში მე-19 საუკუნის ქართული სალონური კულტურა „გააცოცხლა“.  სკოლაში მოწყობილ ლიტერატურულ სალონში თავი მოიყარეს ილიას ეპოქის მოტრფიალეებმა.

საღამო დაიწყო ილია ჭავჭავაძის შემოქმედების განხილვით. მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწყვეტები მისი პუბლიცისტური ნარკვევებიდან, რომლებშიც ის საქართველოს მომავალზე, განათლებისა და კულტურის მნიშვნელობაზე მსჯელობს.

სტუმრებმა იმდროინდელი ჩაცმულობით და მანერებით კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადეს საღამო. დარბაზში ისმოდა ძველი თბილისური რომანსები და პოეზია. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მსჯელობა ქართული ენის, ლიტერატურისა და კულტურის მნიშვნელობაზე ერის განვითარებაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ის ეპიზოდი, როცა  სტუმრების ჯგუფი „პორტალით“ პირდაპირ მე-19 საუკუნიდან გადმოვიდა. მათი ეპოქის კოსტიუმები და ჩვევები მოსწავლეების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, ისინი აღტაცებით უსმენდნენ სტუმრებს. 

საღამოს ფარგლებში გაიმართა განსაკუთრებული ფოტოსესია, სადაც მე-19 საუკუნის ატმოსფერო სრულად იყო გადმოცემული.

როგორც სკოლაში აფასებენ, სტუმრებმა იმდროინდელი არისტოკრატიული გარემო და განწყობა შექმნეს, რამაც საღამოს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.

 „ეს ფოტოები ჩვენი დროის უნიკალური მოგონება იქნება“, - ასე შეაფასეს დასამახსოვრებელი ფოტოსესია სკოლაში. 

„საღამომ გვაჩვენა, რომ ილიას იდეები და ფიქრები დღესაც აქტუალურია. მადლობა ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვანი ეპოქის სულისკვეთების გაცოცხლებაში მიიღო მონაწილეობა“, - აღნიშნავენ სკოლაში და მალობას უხდიან მოსწავლე-მასწავლებლებს დაუვიწყარი დღის ჩუქებისთის.  

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203