ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით - „მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა“ აღინიშნა.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის შესახებ ისაუბრეს, დამსწრე საზოგადოებას მწერლის ცხოვრება და მოღვაწეობა გააცნეს. მათ ასევე მისი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აქტივობებში მოსწავლეები ენთუზიაზმითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.