თბილისის N28 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
ამის ნათელი მაგალითია, 11 ოქტომბერს მესამე კლასში ჩატარებული ქართული ენა/ლიტერატურის ღია გაკვეთილი თემაზე - „ჭკვიანი ძაღლები“, რომელსაც პედაგოგი ქეთინო მელიქიშვილი ხელმძღვანელობდა.
პედაგოგმა მოსწავლეები მრავალფეროვან, შედეგზე ორინტირებულ აქტივობებში ჩართო.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მასწავლებლის მიერ გაკვეთილის მსვლელობის დროს თანმიმდევრულად დასმულმა მრავალფეროვანმა კითხვებმა და გამოყენებულმა აქტივობებმა (დაიწყო მარტივით და თანდათან გართულდა) გამოიწვია მოსწავლეების დაფიქრება, საკითხის გააზრება, მსჯელობა და დასახული მიზნის მიღწევა.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში, მაშინაც, როდესაც დავალებები შეესაბამებოდა მაღალ სააზროვნო დონეს.
„პროცესი თავიდან ბოლომდე ხალისიანად, წარმატებულად და ინტერაქტიულად წარიმართა“,- დასძენენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები: