ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო წლის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო, შემოქმედებითი სახის აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე ორიგინალური და საინტერესო აქტივობით აღინიშნა.
მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თამარ მესხის დახმარებით, მწერლის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთი დაამზადეს.
„გაზეთის დამზადების მიზანი იყო ილიას ღვაწლის სიღრმისეულად გააზრება“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა გაზეთში ყურადღება გაამახვილეს ილიას ბიოგრაფიასა და მის ბრძნულ გამონათქვამებზე. ბავშვებმა, გაზეთს თან დაურთეს ილია ჭავჭავაძის ფოტოები.
გაზეთის პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტო: