ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
ამჯერად, მერვე კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის 187-ე დაბადების დღე აღნიშეს და ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობა გამართეს.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის - ნინო სოლომონიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს დიდი საზოგადო მოღვაწის ცხოვრება და შემოქმედება.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ილიას როლზე ქართველი ხალხის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე, გაიხსენეს მისი შეგონებები და აღნიშნეს, რომ მის შემოქმედებაზე კიდევ მრავალი თაობა აღიზრდება.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: