თბილისის N132 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავს კვირეული მიეძღვნა 
12-11-2024

თბილისის N132 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. 

იქ, ახლახან, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავთან დაკავშირებული კვირეული გაიმართა, რომელშიც საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის დამსახურებებზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ ქართველმა პოეტმა უდიდესი როლი შეასრულა XIX საუკუნის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ასევე, აღნიშნეს, რომ ილია ჭავჭავაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში და სათავეში ჩაუდგა თერგდალეულთა თაობას. 

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები, გაზეთები, პრეზენტაციები, რომლებიც ილია ჭავჭავაძის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს მიეძღვნა. გარდა ამისა, მოეწყო ორი ფილმის ჩვენება - „ილია ჭავჭავძე" (ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემიდან) და „ილია ჭავჭავძის მკვლელობის ქრონიკები". 

,,მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!.. 

მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული“,- სკოლაში ილია ჭავჭავაძის სწორედ ეს სიტყვები ისმოდა. 

„საუკუნეზე მეტია სიყვარულითა და პატივისცემით ვიხსენიებთ უკვდავ პოეტს, მწერალს, საზოგადო მოღვაწეს, პუბლიცისტს, ჟურნალისტს.   

დიდი მადლობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს აღნიშნულ კვირეულში აქტიური მონაწილეობისთვისა და იმ ენთუზიაზმისთვის, რომლებიც მათ გამოავლინეს მთლიანი პროექტის მიმდინარეობის დროს. ამავე დროს, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი სკოლის პედაგოგებს, რომლებიც ეხმარებოდნენ და მხარს უჭერდნენ მოსწავლეებს, რათა მათი პროექტები ყოფილიყო ეფექტური და საინტერესო“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203