ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუნიციპალიტეტის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადში დიდი შემართებით ჩაერთნენ და წარმატებით იასპარეზეს.
ახლახან, ხელვაჩაურის საჯარო სკოლაში დასრულდა ვაჟებსა და გოგონებს შორის 3-დღიანი ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც 7 საჯარო სკოლა და 70 მოსწავლე მონაწილეობდა.
გოგონებს შორის პირველი ადგილი განთიადის საჯარო სკოლამ დაიკავა, ვაჟებს შორის კი, სკოლას მესამე ადგილი ერგო.
მონაწილეები ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილემ, ნუგზარ ქოქოლაძემ და სასპორტო სკოლის თანამშრომლებმა დააჯილდოვეს.
აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა სპორტული ოლიმპიადას ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა და რესურსცენტრი ახორცილებს.
„ვულოცავთ ჩვენი სკოლის სპორტის მასწავლებელს, ბატონ რომან ცეცხლაძესა და ჩვენი სკოლის გუნდებს, კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას“, - აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს მორიგ წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: