ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო თავგადასავლად აქციონ, რომელიც გაჯერებული იქნება მრავალფეროვანი, შემეცნებითი და შემოქმდებითი აქტივობებით.
აჯერად, პირველი კლასის დამრიგებელმა მაია ჯინჭველაძემ მოსწავლეები თოჯინების თეატრში წაიყვანა და წარმოდგენას - „სამი გოჭი“, დაასწრო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სპექტაკლით აღფრთოვანებული პირველკლასელები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ, შთაბეჭდილებებით აღსავსე მოსწავლეებმა თეატრის შემდეგ ატრაქციონებზეც გაისეირნეს.
მოსწავლეებისთვის ეს დღე შემეცნებითი, სახალისო და პოზიტიური ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: