ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, იქ, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - თამარ ნატრიაშვილის ხელმძღვანელობით, IX კლასში სამოდელო გაკვეთილი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით ჩატარდა.
გაკვეთილის თემა იყო ილია ჭავჭავაძისა და გაზეთ „ივერიის" როლი მე-19 საუკუნის საქართველოში. სამოდელო გაკვეთილის ტიპი იყო - გამჭოლი და შემდეგი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული: წიგნიერება, მედიაწიგნიერება .
მოსწავლეებმა დამაჯერებელი არგუმენტებით იმსჯელეს გიორგი შატბერაშვილის „საუკუნო საგზლის" ლიტერატურული და ისტორიული პერსონაჟების ღირებულებების და ფასეულობების შესახებ. ასევე, გაანალიზეს, როგორ აისახა ნაწარმოებში ისტორიული რეალობა. მათვე შეაფასეს ილია ჭავჭავაძისა და გაზეთ „ივერიის“ როლი მე-19 საუკუნის საქართველოში.
იხილეთ ფოტოები: