მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სახის აქტივობა, ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ვიქტორინა ჩატარდა, რომელშიც მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თითოეული გუნდი დაკომპლექტებული იყო 6-6 მონაწილით. მონაწილეებს შეკითხვები დაესვათ როგორც საგნობრივი საკითხებიდან, ასევე ზოგად საკითხებზე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ორივე გუნდი აქტიურად იყო ჩართული პროცესში.
თანაბარ ბრძოლაში საბოლოო გამარჯვება მოიპოვა მეექვსე კლასის გუნდმა - „ლიდერები“, ანგარიშით 18:17.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობების მიზანია:
1. მოსწავლეები დაეუფლონ გუნდური თამაშის ტექნიკებს;
2. ისწავლონ თანამშრომლობა და ერთმანეთის აზრის გათვალისწინება;
3. მეხსიერებისა და სწრაფი აზროვნების ხელშეწყობა;
4. ცოდნის მიღება;
5. არაფორმალურ აქტივობებში ჩართვა;
6. მომზადება შემდგომი რეგიონალური თუ ეროვნული ტურნირებისთვის.
ღონისძიების ბოლოს თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სიგელებით.
აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია მსგავსი აქტივობების განხორციელება მაღალ კლასებშიც.
ღონისძიების ორგანიზატორები - ნანა აფციაური (ბიოლოგიის მასწავლებელი) და სალომე გოგია (ისტორია, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი) არიან.
იხილეთ ფოტოები: