ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, მაგული გობაძის ხელმძღვანელობით, სკოლაში ილია ჭავჭავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, სხვადასხვა გამონათქვამები და ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებიის „კაცია ადამიანი?!“ მიხედვით სპექტაკლი დადგეს. გარდა ამისა, მათ ხალხური სიმღერები შეასრულეს. აღსანიშვანია, რომ აქტივობები პედაგოგ მედიკო გობაძის ჩართულობით გაიმართა.
„8 ნოემბერი, დიდი ქართველი მწერლის, მშობლიური ენის მოღვაწე და უგვირგვინო მეფის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა“,- სწორედ ეს სიტყვები ისმოდა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: