ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
ამის ნათელი მაგალითია სათქვსმეტსექტემბრო მიღებაც. იმ დღეს, სკოალში განსაკუთრებული სიხარული იგრძნობოდა და მოსწავლეთა სიცილ-კისკისი ესმოდა.
სკოლის დირექცია დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. პირველკლასელებს კი, საიდუმლოებით სავსე საოცრებათა სამყაროში საინტერესო მოგზაურობის დაწყება მიულოცეს და მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
პირველი სასწავლო დღის ემოციები მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ.
იხილეთ ფოტოები: