ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს - მარიამ გელაშვილსა და ლიზი გელაშვილს ლეპტოპები საჩუქრად საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ისინი მოტივირებული, მიზანდასახული, ნიჭიერი და წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეები არიან.
დაჯილდოების ღონისძიება ხაშურის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა. ქინძათის საჯარო სკოლაში კი, მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ.
„ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ და მნიშვნელოვან წარმატებას“,- ამბობენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: