ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღნიშნეს და დიდი საზოგადო მოღვაწისა და მწერლისადმი მიძღვნილი გაკვეთილი-ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს. ღონისძიებას უფროსკლასელები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.~
„ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია“,- ღონისძიებაზე სწორედ ილია ჭავჭავაძის სიტყვები ისმოდა.
იხილეთ ფოტოები: