მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა სპორტული ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა სპორტულ-გასართობი ხასიათის ტურნირი ფეხბურთში. ერთმანეთს შეეჯიბრა მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული ოთხი გუნდი. ბავშვებმა სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
„მოსწავლეების მხრიდან გამოიკვეთა მსგავსი ღონისძიებებისადმი დიდი ინტერესი“, - გვეუბნებიან სკოლაში.
ტურნირს ესწრებოდნენ ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და ადგილობრივი მცხოვრებლები.
თითოეულ მონაწილეს გადაეცა სიგელი, ხოლო გამარჯვებული გუნდები დამატებით დაჯილდოვდნენ თასებით.
„ხაიშის საჯარო სკოლა მოხარულია მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიური საქმიანობით და მზად არის მხარი დაუჭიროს მოსწავლეთა ინიციატივებს“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: