ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები ტექნოლოგიურ მუზეუმს სტუმრობდნენ
12-11-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მოტივირებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით, სხვადასხვა აქტივობა ეწყობა. 

ახლახან, მესამე და მესამე კლასების მოსწავლეები ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმს სტუმრობდნენ.

პატარებს თემატური ექსკურსია ჩაუტარდათ. მათი გიდი ანა ბარამიძე გახლდათ. ისინი საგანმანათლებლო პროგრამაში - „გამარჯობა, დედამიწა“ ჩაერთნენ, რომელსაც მუზეუმის სპეციალისტი მაია მაკარაძე უძღვებოდა.

ბავშვებმა მზის სისტემის შესახებ პრეზენტაცია ნახეს, ქვიზების კითხვები გამოიცნეს და საკუთარი ფანტაზიით, მზის სისტემის გრაფიკული ნიმუშები გააფერადეს. 

პროგრამის დასასრულს, პედაგოგებს: ხათუნა უსტიაშვილს, დიდარი კონცელიძესა და ნატო თურმანიძეს „აჭარის მუზეუმის“ სერტიფიკატები გადაეცათ. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი - ხათუნა უსტიაშვილი გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203