ნახუნაოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „მუხას“ წევრები, სამოქალაქო განთლების პედაგოგები მაყვალა ფანცულაია და ოლეგი ძიძიგური, ასევე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, დირექტორი გერასიმე კიკალიშვილი და საქმეთა მწარმოებელი დავითი პირტახია მიწვეულნი იყვნენ სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ დახურვის ცერემონიაზე.
ღონისძიება სალომე გარდავამ გახსნა და თავადვე უძღვებოდა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ გია ხასია, მაგდალინა თოდუა და მიწვეული სტუმარი თამარ ფრუიძე, რომლებმაც „მომავლის თაობის“ მიერ გაწეული სამუშაოები შეაჯამეს და შეაფასეს.
სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები პრეზენტაციისა და ვიდეო რგოლის სახით. ნამუშევრებმა მხურვალე ოვაციები დაიმსახურა.
ღონისძიების ბოლოს აქტიური მასწავლებლებისა და დირექციის წარმომადგენლების დაჯილდოება გაიმართა.
ნახუნაოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მაყვალა ფანცულაიამ აქტიური მასწავლებლის ჯილდო მიიღო, ხოლო ადმინისტრაციიდან ჯილდო დაიმსახურა მესტიის საჯარო სკოლამ.
ღონისძიების ბოლოს სტუმრებმა და მასპინძლებმა სამახსოვრო ფოტოსურათები გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები