ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებეზე ორიენტირებული ღონისძიებები ხშირად ეწყობა.
ამჯერად, წიგნისადმი ღირებულებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბების მიზნით, VIბ კლასში აქტივობა - „გიყვარდეს წიგნი!“ განხორციელდა.
მის ფარგლებში, მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ, წიგნსაცავი დაათვალიერეს და 3D წიგნებით დაინტერესდნენ. ბიბლიოთეკის გამგემ - მ.მაგრველაშვილმა მათ კატალოგის შედგენისა და გამოყენების წესები გააცნო.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიცია - „გიყვარდეს წიგნი!“ გამართეს. მათ სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები საჩუქრად გადასცეს და შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს. აქტივობა პედაგოგ მ. კიკვაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები: