ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი შემეცნებითი და ინტელექტუალური შეჯიბრება იმართება.
ამჯერად, სკოლაში, გუნდურ-ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ეს შეჯიბრება სკოლაში ტრადიციულად ყოველ წელს იმართება.
ღონისძიების ორგანიზატორები მე-9 კლასის მოსწავლეები ქეთი ჩინჩალაძე, ანი დვალაშვილი და ანანო გელაშვილი იყვნენ.
თამაშში ჩართულები იყვნენ VII-X კლასის მოსწავლეები. მათ ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
ღონისძიება იყო საინტერესო, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ.
„ორგანიზატორებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: