„მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!“ - შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე ღონისძიებით აღინიშნა 
12-11-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე, სახელოვანი ქართველი მამულიშვილის ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს. მათ მწერლის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მათ ასევე შექმნეს პოსტერი „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!“

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

ეს დღე დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203