ლიხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ხოტბა შეასხეს
12-11-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

ამჯერად, იქ ღონისძიება დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს მიეძღვნა. 

„ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!“,- სწორედ ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები გასდევდა ლაიტ-მოტივად ღონისძიებას. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასკოლო საზოგადოებამ მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების ერთმანეთთან გაზიარებით, პატივი მიაგეს როგორც მის პიროვნებას, ასევე მის ღვაწლს, წოდებებს, დამსახურებებსა და ღირებულებებს, რამეთუ „ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა“. 

ღონისძიებამ წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203