ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა, რომ მოსწავლეებმა გამოჩენილი ქართველების ღვაწლისა და ბიოგრაფიის შესახებ ცოდნა გაიღრმაონ.
ამ მიმართულებით, სკოლაში სხვადასხვა აქტივობა ეწყობა. ამჯერად კი, იქ დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღინიშნა.
გაიმართა თემატური ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები უდიდესი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, ილიას ღირებულებებზე ისაუბრეს და მის ღვაწლსა და შრომას პატივი მიაგეს.
ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: